ანრი ოხანაშვილი - დღეის მდგომარეობით, კომისიას 70 პირი ჰყავს გამოკითხული
ანრი ოხანაშვილი - დღეის მდგომარეობით, კომისიას 70 პირი ჰყავს გამოკითხული

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას დღეის მდგომარეობით, 70 პირი ჰყავს გამოკითხული, – ამის შესახებ კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ დღესაც არასრულწლოვნები გამოკითხა.

„დღეს გამოკითხული მოწმეები არ ფიქსირდებიან უშუალოდ ინციდენტის დროს. ჩვენ დღეის მდგომარეობით, 70 პირი გვყავს გამოკითხული, მათ შორის შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, მოწმეები, რომლებიც ფიქსირდებიან ადგილზე და ა.შ. რამე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვიფიქსირდება გარდა იმ გარემოებისა და მონაცემისა, რომელიც რამდენიმეკვირიანი გამოკითხვის შედეგად გამოვკვეთეთ. ამის შესახებ ვაცნობეთ საზოგადოებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ცალკე გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული პირები გამოკითხული არიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ კომისიამ გამოკითხვების შედეგად, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოკვეთა.