ანრი ოხანაშვილი - ციხეში ერთი ფარატინა ფურცლის გამო არავინ მიდის
ანრი ოხანაშვილი - ციხეში ერთი ფარატინა ფურცლის გამო არავინ მიდის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი ფურცლის გამო ვინმე არ უნდა დაადანაშაულონ და იერიში არ უნდა მიიტანონ, როცა მამუკა ხაზარაძის წერილი რაიმე მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ შეიცავს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, თუ საქმეზე კითხვები არსებობს, პასუხი საგამოძიებო ორგანომ უნდა გასცეს.

„გიორგი გახარიამ თქვა, რომ თავისი პოზიციების დაფიქსირება ნებისმიერ ფორმატში შეუძლია. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი ნაადრევია. ერთი ფურცლით შინაარსზე საუბარი ძალიან რთულია მაშინ, როცა ეს ისეთ ნიშნებს არ შეიცავს, რაც მიუთითებდა კონკრეტულ პირზე, ვინ განახორციელა ზეწოლა და მოხდა თუ არა მსგავსი რამ. ყველა საკითხს რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ფარატინა ფურცლის გამო ციხეში არავინ მიდის.

„ციხეში ერთი ფარატინა ფურცლის გამო არავინ მიდის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.