ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ამიტომ ჩვენს გუნდს პრიორიტეტულად გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან
ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ამიტომ ჩვენს გუნდს პრიორიტეტულად გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ამიტომ ჩვენს გუნდს გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ლიხტენშტაინთან გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ ჩვენს გუნდს პრიორიტეტულად გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან. ასევე, ჩვენი ამოცანაა, ლიხტენშტაინთან გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტში.

ლიხტენშტაინთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მოლაპარაკების საგანი იყოს კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, რომლებიც შესაძლებელია განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარების გამოცდილების თვალსაზრისით, იყოს დისკუსია და კონკრეტული ხედვები გაგვიზიარონ, თუ რა შეიძლება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.