ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის დემოკრატიული ღირებულებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია
ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის დემოკრატიული ღირებულებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია

ჩვენთვის დემოკრატიული ღირებულებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ყველა ადამიანის აზრისა და გამოხატვის უფლებას კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება, ხელისუფლება კანონის მიხდვით იმოქმედებს.

„ჩვენ ყველა ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, თუ რამდენად შეუფერხებლად აქვს ყველა ადამიანს თავისი აზრისა და გამოხატვის დაფიქსირების შესაძლებლობა, როდესაც კანონი არის დაცული. ჩვენთვის დემოკრატიული ღირებულებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკითხები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ყველა ადამიანის კანონის მიერ აზრისა და გამოხატვის უფლებას. როგორც კი ეს გამოხატვის უფლება გადაიზრდება კანონის მიღმა, ადგილი ექნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და ამით დედაქალაქში საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება, კანონისვე ფარგლებში მოხდება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი წესრიგი, ყველა ადამიანის უფლების დაცვა. ასე რომ სახელმწიფოს ექნება რეაგირება, ყველა იმ შესაძლო დარღვევაზე, თუ კი რამე დაფიქსირდება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.