ანრი ოხანაშვილი - ჩვენს მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, ოპოზიციამ ეს წინადადება უნდა მიიღოს
ანრი ოხანაშვილი - ჩვენს მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, ოპოზიციამ ეს წინადადება უნდა მიიღოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი შეთავაზება უკვე გააკეთა და მოლაპარაკებებზე საპარლამენტო უმრავლესობა უცვლელი წინადადებით მიდის.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ მიერ შეთავაზებული მოდელი ქვეყნის შემდგომ სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს და შეხვედრების მორიგ რაუნდს, ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული შეთავაზება გაკეთებული, ეს არის 100 პროპორციული წესით, 50 კი მაჟოროტარული სისტემით არჩევა. ეს არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შემდგომ სტაბილურ განვითარებას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. ამ ადამიანებმა ან უნდა მიიღონ ეს შეთავაზება და დაეთანხმონ პროცესს, ვინაიდან ჩვენ 73 მაჟორიტარის ნაცვლად, ვთავაზობთ 50 მაჟორიტარს და პროორციული სისტემით არჩევის რაოდენობას ვზრდით, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც  ჩვენი მხრიდან სწორია, თუ ამას არ იზიარებენ, ეს არის ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესი და მაშინ, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რაც უნდა შევთავაზოთ, საბოლოოდ მაინც არ დაეთანხმებიან, რაღაც სხვა სცენარით ფიქრობენ და ცდილობენ, განავითარონ მოვლენები“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.