ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ხედვითა და გეგმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გავაკეთებთ
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ხედვითა და გეგმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გავაკეთებთ

ჩვენი ხედვითა და გეგმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გავაკეთებთ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი, წარმატებული, პატრიოტი ადამიანებით და ამ სიამ უნდა უზრუნველყოს ყველა გამოწვევასთან გამკლავება.

„სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი ხალხით, წარმატებული და პატრიოტი ადამიანებით, რომელთაც შესწევთ უნარი, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩადგნენ, პირადი გადადონ და წინ ქვეყნის ინტერესი წამოწიონ. ეს ის კომპონენტებია, რაზე დაყრდნობითაც სია დაკომპლექტდა. ამ სიამ უნდა უზრუნველყოს ყველა გამოწვევასთან გამკლავება. ამბიციური გეგმა გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების. ამ ხედვითა და გეგმით, საბოლოოდ 2024 წელს გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა, ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია. გეგმა არის რეალისტური, კონკრეტულ დროზე გაწერილი და იმ ვალდებულების შესრულებაზე ორიენტირებული, რაც დღეს აღებული გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია დღეს წარადგინა.