ანრი ოხანაშვილი - ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ზაზა სარალიძის მოთხოვნა, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამ ადამიანს დავუდგებით გვერდით ბოლომდე 
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ზაზა სარალიძის მოთხოვნა, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამ ადამიანს დავუდგებით გვერდით ბოლომდე 

ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზაზა სარალიძის მოთხოვნა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოპერატიულად წარიმართოს ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს.

„ამ ადამიანს დავუდგებით გვერდით ბოლომდე, ვიდრე არ აღსრულდება სამართალი, ვიდრე არ იქნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგენილი, ჭეშმარიტება, რაზეც თავად საუბრობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოპერატიულად წარიმართოს ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობა, რაზეც საუბრობს შსს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც უწყებამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ახორციელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით.  როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიების მიზანია, დაადგინოს პირები, რომლებიც თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.