ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება

ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყურადღებით უსმენს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს.

„ჩვენ ყურადღებით ვისმენთ, ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, ასევე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ. ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი.

რამდენადაც შეფასება იყოს ზოგადი, ამდენად ჩემი პასუხიც იქნება ამ ფორმით, მეტ სიღრმეებში ვერ შევალთ. ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, რომელიც შესაძლებელია, არსებობდეს კონკრეტულ სახელისუფლებო რგოლთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. ჩვენ ვიმოქმედებთ ამის შესაბამისად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.