ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ამნისტიაზე ერთი პროექტი მივიღოთ, „ქართული ოცნების“ ვერსია, მზად ვართ, ოპოზიციის წუხილები მოვისმინოთ
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ამნისტიაზე ერთი პროექტი მივიღოთ, „ქართული ოცნების“ ვერსია, მზად ვართ, ოპოზიციის წუხილები მოვისმინოთ

ვინაიდან, არის რესურსი ვიმსჯელოთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, დღეს არ არის პანაცეა, ეს საკითხი სხდომაზე გავიტანოთ, თუმცა ამ კვირაში გავიტანთ. მყარი არგუმენტები გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ გააზრებული აქვს, რომ ოპოზიციასთან პოლიტიკურად უნდა ითანამშრომლოს.

„ოპოზიცია თვლის, რომ მათ აქვთ მოსაზრებები და ამაზე უნდა დავფიქრდეთ. როცა დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს, რომ პოლიტიკურად უნდა ვითანამშრომლოთ, მათ ხედვებს რომ არ ვეთანხმებოდეთ. ჩვენი ამოცანაა, ერთი პროექტი მივიღოთ, „ქართული ოცნების“ ვერსია. მზად ვართ, ოპოზიციის წუხილები მოვისმინოთ, მოსმენა-მოსმენისთვის არ იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით გაიმართა და მას ოპოზიცია დაესწრო. მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც, კანონპროექტი სხდომაზე გავა.