ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის, მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის, მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ

„ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ამასთან, ოხანაშვილი მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს მხარდამჭერებსა და საზოგადოებას მოვუწოდებთ, 21-ში არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ჩვენი პარტია ჩართულია მეორე ტურის სამზადისში. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ დემოკრატიულ პროცესებში, რა პროცესებსაც ჩვენი სტრატეგიული თუ დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.