ანრი ოხანაშვილი - ცალსახაა, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისთვის, რადიკალიზაციის მცდელობისთვის
ანრი ოხანაშვილი - ცალსახაა, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისთვის, რადიკალიზაციის მცდელობისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცალსახაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ემზადდბიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისა და რადიკალიზაციის მცდელობისთვის.

მისივე თქმით, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან, აზრის გამოხატვის უფლება დღეს სრულად დაცულია.

„აზრის გამოხატვის უფლება და სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა 2012 წლამდე, თუ ვინმე ამას ცდილობდა, სასტიკად არბევდნენ და პოლიტიკურად უსწორდებოდნენ. დღეს სრულად არის დაცული და ყველას აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება, გამოხატოს საკუთარი მშვიდობიანი პროტესტი.  ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტულად, რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისთვის, რადიკალიზაციის მცდელობისთვის, ცალსახაა და შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი სიგნალი, მათი წამოცდენა, რომ ამ დღის წესრიგს მიყვებიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.