ანრი ოხანაშვილი - ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, კეთილი ინებონ და სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს ყველამ პატივი სცეს
ანრი ოხანაშვილი - ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, კეთილი ინებონ და სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს ყველამ პატივი სცეს

ზოგიერთი თუ ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც სტრატეგიული პარტნიორების და არც ევროპელი მეგობრების პოზიციას, რომლებთანაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს ყველამ უნდა სცეს პატივი.

„ეს ადამიანები თუ საუბრობენ თითქოსდა მსჯავრდებული სააკაშვილის უდანაშაულობაზე, ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება ან შეცდომაში არიან შეყვანილი. ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს და ადამიანებს, ვინც არიან მსხვერპლი, დაზარალებულები და ნახავენ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ისეთ განცხადებასა და ისეთ პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს სხვა არაფერია თუ არა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსხვერპლი, დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი