ანრი ოხანაშვილი - სამუშაო შეხვედრაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასატარებელ რეფორმებზე ვიმსჯელებთ
ანრი ოხანაშვილი - სამუშაო შეხვედრაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასატარებელ რეფორმებზე ვიმსჯელებთ

ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების დახვეწაზე ვმსჯელობთ, რათა ზუსტად გაიწეროს მოსამართლის დისციპლინური წარმოების საფუძვლები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვიმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გუშინ სასამართლოს გადატვირთულობის საკითხზეც იმსჯელს.

„ვიმსჯელეთ, რა ფორმატით უნდა გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ იმას, რომ სასამართლო არ იყოს გადატვირთული. დღეს ვიმსჯელებთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასატარებელ რეფორმებზე. დღეს პოზიციებს შევაჯერებთ და საგაზაფხულო სესიაზე ყველა ამ კანონპროექტის ინიცირებას მოვახდენთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

სამუშაო ჯგუფი რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება.