ანრი ოხანაშვილი - ბიზნესის ტერორისგან გათავისუფლება „ქართული ოცნების“ მონაპოვარია, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით
ანრი ოხანაშვილი - ბიზნესის ტერორისგან გათავისუფლება „ქართული ოცნების“ მონაპოვარია, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით

ბიზნესის ტერორისგან გათავისუფლება „ქართული ოცნების“ მონაპოვარია და ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში  საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული და მოწინავე ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ყველა ბიზნესმენს ხელს უწყობს, საქმიანობა აწარმოოს.

„ბიზნესის მხარდაჭერა და ბიზნესის თავისუფლება სწორედ ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა. ყოველგვარი ბიზნესის ტერორისგან გათავისუფლება, ეს „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. შესაბამისად, ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით და დიდი ყურადღებით მოვეკიდებით ყოველთვის, რომ ბიზნესის მიმართ ხელშეწყობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. მოვისმინე გერმანიის და ავსტრიის ელჩების კომენტარები, რომლებმაც ასევე ერთმნიშვნელოვნად გაუსვეს ხაზი, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლას ვერ ხედავენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პირიქით, გერმანული და ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოში შემოსვლისა და ბიზნესის კეთების ინტერესი ძალიან დიდია.

„ამიტომ თუ რამე კითხვა რჩება, რომელიც შესაძლოა, გამოძიების კომპეტენცია იყოს, ეს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.