ანრი ოხანაშვილი - ავტობუსებით და პიარკამპანიებით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება
ანრი ოხანაშვილი - ავტობუსებით და პიარკამპანიებით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება

ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს სააკაშვილის მიერ ჩადენილ მძიმე ქმედებებს, რითიც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა.

„ავტობუსებით და პიარკამპანიებით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო.