ანრი ოხანაშვილი - არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს
ანრი ოხანაშვილი - არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს

არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მმართველ გუნდსა  და ოპოზიციას შორის მართლმსაჯულების მემორანდუმში მიღწეული შეთანხმების დეტალებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში მართლმსაჯულების შეტანა დაუშვებელია.

„არანაირი შეთანხმება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის წმინდა სამართლებრივი და ეხება მართლმსაჯულების შეუფერხებელ განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, არ ყოფილა. ჩვენ ვერ გადმოვიტანთ მართლმსაჯულებას პოლიტიკაში და დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში. ეს არის გამორიცხული. ბატონმა უგულავამ, როდესაც ჰქონდა საშუალება გაესაჩივრებინა აპელაციის განაჩენი, თავად არ გაასაჩივრა თავის დროზე. არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.