ანრი ოხანაშვილი - აქციაზე შსს-ს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას გენერალური პროკურატურა აწარმოებს
ანრი ოხანაშვილი - აქციაზე შსს-ს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას გენერალური პროკურატურა აწარმოებს

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გამოიძიებს, რადგან გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ საკითხებს იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს  საზოგადოებაში შეცდომაში შეჰყავთ, ამიტომ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი; გამოკითხულია სამოცდაათამდე პირი; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები; თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელ 10  პირს, ვინც მონაწილეობდა მანიფესტაციის დროს კონკრეტული ქმედებების განხორციელებაში, შეუჩერდა უფლებამოსილება; განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ასევე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

„გამოძიებას იქ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ეს არის სამართლებრივი სწორი შეფასება, რაც რეალურად გვაქვს“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​