ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს მიმართავს - მიხარია, რომ გეყოთ გამბედაობა და შემოხვედით, არ გრცხვენიათ, რომ კოლეგებმა აიღეს სხდომებზე დასწრების ვალდებულება და სკამები ცარიელია?
ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს მიმართავს - მიხარია, რომ გეყოთ გამბედაობა და შემოხვედით, არ გრცხვენიათ, რომ კოლეგებმა აიღეს სხდომებზე დასწრების ვალდებულება და სკამები ცარიელია?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში პლენარულის სხდომაზე  განაცხადა, რომ სამარცხვინოა, როდესაც კოლეგებმა აიღეს ვალდებულება, სამშაბათიდან პლენარულ სხდომებს დაესწრებოდნენ, მიიღებდნენ მუშაობას საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ სკამები ცარიელია.

„ქალბატონო ანა, მიხარია, რომ გეყოთ გამბედაობა, შემოხვედით და აკეთებთ განცხადებას პლენარულ სხდომაზე. არ გრცხვენიათ, რომ კოლეგებმა აიღეს ვალდებულება, სამშაბათიდან პლენარულ სხდომებს დაესწრებოდნენ, მიიღებდნენ მუშაობას საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს სკამები ცარიელია, მათ ნაცვლად არ გერიდებათ? ეს უფორ მგონია სამარცხვინო. სამწუხარი ფაქტია, რომ „ლელო“ ცდილობს, სახე შეუნარჩუნოს ვინმე კანონდამრღვევ ნიკანორ მელიას, მაგრამ ვერ ეცდებით ვერანაირად სახის შენარჩუნებას. ახლა ცდილობთ, საგამოაძიებო კომისია შექმნათ, მხარს დავუჭერ მეც და მოგვიწევს, კოლეგებიც მობრძანდნენ შემდეგში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, მათაც მოუწევთ პასუხების გაცემა, სხვებსაც, მაგრამ ნომერ პირველი, ვინც დადასტურდება პირდაპირი ეთერებიდან გამომდინარე რომ კანონდამრღვევი იყო, იქნება ნიკანორ მელია. თქვენ თუ გინდათ, რომ საგამოძიებო კომისია იმისთვის შექმნათ, რომ საგამოძიებო კომისიაში კიდევ ერთხელ გაასამართლოთ ნიკანორ მელია, მე ამას მხარს დავუჭერ, არანაირად წინააღდმეგი არ ვიქნები. მაგრამ არის თუ არა ეს იმ სულისკვეთების გაგრძელება, რასაც თქვენ ხელი მოაწერეთ, თუმცა არ გყოფნით არც პოლიტიკური გამბედაობა და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ აქ ან იმუშაოთ, ან ამნისტიის აქტზე მოგეწერათ ხელი და შეგესრულებინათ ვალდებულება. მგონია, ეს არის უფრო მეტად პოლიტიკურად სამარცხვინო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრს ანა ნაცვლისვილს ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა გუშინ საკომიტეტო მოსმენას, რა დროსაც ხელისუფლებამ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დააინიცირა.

„რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, რამ შეგიშალათ ხელი, ან ვინ შეგიშალათ, რომ მოსულიყავით და დასწრებოდით საკომიტეტო მოსმენას გუშინ. ვინმემ ხომ არ დაგაკავათ ან გაგაკავათ. შეგეძლოთ ყველას, ნებისმიერ წარმომადგენელს მობრძანებულიყავით და მიგეღოთ მონაწილეობა ამ სხდომაში. კვირა დღიდან იყო ცნობილი, რომ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაინიცირდა და რატომ დავაინიცირეთ შეიძლება, ესეც იკითხოთ. დავაინიცირეთ, რათა შემდეგ არ გეთქვათ, რომ ოპოზიცია ჯერ არ არის შემოსული და ამიტომ დაანიცირეს. დავაინიცირეთ ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ განაცხადეთ, რომ ამ კვირაში მიიღებდით მონაწილეობას, წინა კვირას დაინიცირდა, რათა ყველას მიგვეღო მონაწილეობა. თუკი „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ მიიღეს მლნაწილეობა, თქვენ რამ შეგიშალათ ხელი, ასეთი პოლიტიკურად მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ საუბრობთ და პოლიტკორექტულობაზე მიგვითითებთ.  პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა –  ეს არის თქვენი პრობლემა და თქვენი პასუხისმგებლობა. ამომრჩეველი გაგცემთ ამაზე პასუხს. არაფერი შემოსადავებელი არ გაქვთ, რაზეც აიღეთ პასუხისმგებლობა, საბოლოოდ არ ვიცი, რას ცდილობთ. ლეგიტიმური ეჭვები ჩნდება აღსრულების ჩაშლისკენ მიდიხართ, მაგრამ ამის საშუალებას ჩვენ არ მოგცემთ. „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, იმ ევროპული შეთანხმების, რასაც მოვაწერეთ ხელი. ამნისტიის აქტიც დავაინიცირეთ იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებიღაც მოხდა შეთანხნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.