ანრი ოხანაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” კანონპროექტს
ანრი ოხანაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” კანონპროექტს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო  შესაძლებელია პოზიციების შეჯერება. მისივე თქმით, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” კანონპროექტს.

„შესაძლებელია, პოზიციების შეჯერება, თუმცა ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” კანონპროექტს. დღეს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე აუცილებლად გავა პირველი მოსმენით, თუმცა იმისათვის, რომ პოზიციების დაახლოების რესურსი გვქონდეს და მეორე მოსმენით გათვალისწინებულ საკითხებზე შევჯერდეთ, ვიკრიბებით დღეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან იმართება. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები.