ანრი ოხანაშვილი – ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს

20:40, 26.04.2021

ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაციას, დეესკალაციას. ამისთვის ერთ- ერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული. ყველა ხელმომწერმა მხარემ აიღო პასუხიმგებლობა და იკისრა ვალდებულება. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელია დღეს ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელია ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.

მსგავსი