ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები
ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც საქართველოსთვის მტრულ განცხადებებს აკეთებენ, სასურველი პირები ვერ იქნებიან.

„შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებს, ეს ადამიანები ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს არ ნიშნავს. ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.