ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში
უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემის შემდგომ კონსოლიდაციას, აგრეთვე კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდას.
„მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს ნატო-ს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, ავსტრიაში, თურქეთში, კანადაში, ლიეტუვაში, საბერძნეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.