ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისას, საქართველოში გატარებული რეფორმები სამაგალითო იყოს
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისას, საქართველოში გატარებული რეფორმები სამაგალითო იყოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების დროს, საქართველოში გატარებული რეფორმები ერთ-ერთი სამაგალითო იყოს იმისთვის, რომ განაცხადის დაყენებას საფრთხე არ შეექმნას.

ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ხვდება, რომელთაც დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ინფორმაციას მიაწოდებს.

დეპუტატის თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი ურყევია და ევროპასთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადადის.

„საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. ამიტომ, კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა გვექნება ევროპელ კოლეგებთან. მათი მიზანია, რეფორმები მათთან ერთად გავლილი და შეთანხმებული იყოს. ინფორმაციას მივაწოდებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია. ასევე, დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ დაგეგმილ სასამართლო რეფორმაზე. განხილვის საგანი იქნება ასევე პოლიტიკური პროცესები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.