ანრი ოხანაშვილი - 9 აპრილისთვის დაგეგმილი აქცია ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ ამ ხალხს პარლამენტში მუშაობა სურს
ანრი ოხანაშვილი - 9 აპრილისთვის დაგეგმილი აქცია ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ ამ ხალხს პარლამენტში მუშაობა სურს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, თუმცა ვინც 9 აპრილისთვის აქციას აანონსებს, ის საკუთარ თავთან მორალურად უნდა იყოს მართალი.

მისივე თქმით, გარდა ამისა, 9 აპრილისთვის დაგეგმილი აქცია ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტში მუშაობა სურთ.

„2012 წლის შემდეგ მშვიდობიანად აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. 9 აპრილს აქციას ვინც აანონსებს, თავის თავთან მორალურად უნდა იყოს მართალი. 9 აპრილი უკავშირდება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ისინი სახელმწიფოებრივ ინტერესს გამოხატავდნენ. ვინც ასეთი ინტერესის მატარებელი არ არის, მაგრამ 9 აპრილს აქციის ჩატარება უნდა, ეს ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის და ეწინააღმდეგება იმ ფორმატსაც, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოლოს მაინც მათი ჩართულობა. ამიტომ აქცია თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ ამ ხალხს პარლამენტში მუშაობა უნდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.