„ანორთოსისს“ მეოთხე ამხანაგური მატჩიც ჩაეშალა - ქეცბაიას გუნდს კორონავირუსი ხელს უშლის #1TVSPORT
„ანორთოსისს“ მეოთხე ამხანაგური მატჩიც ჩაეშალა - ქეცბაიას გუნდს კორონავირუსი ხელს უშლის #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ კორონავირუსი მერვე მოთამაშეს დაუდასტურდა და გუნდში მორიგი უსიამოვნო სიახლე აცნობეს – ჰაიფას „ჰაპოელთან“ დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა კვიპროსზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გაუქმდა.

მიზეზი ისაა, რომ ისრაელმა კვიპროსი „წითელ ნუსხაში“ შეიყვანა. თამაშის შემთხვევაში, ისრაელის კლუბს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში ყოფნა მოუწევდა, რაც არ აწყობდათ და მატჩი ჩაიშალა.

იმისათვის, რომ საქმე არ გაერთულებინათ, „ჰაპოელმა“ განაცხადა, რომ კვიპროსში არ გაემგზავრებიან. თემურ ქეცბაიამ მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი ამხანაგური მატჩი დაგეგმა და ოთხივე ჩაიშალა – „აპოლონთან“, „დოქსასთან“, სალონიკის „არისთან“ და ახლა – ჰაიფასჰაპოელთან“.

ფამაგუსტას კლუბი ისევ ეძებს მეტოქეს, რათა რაც შეიძლება უკეთ მოემზადოს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშებისთვის. მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდთან თამაში არავის სურს.

„როდესაც თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მწვრთნელის თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, იგი 2021 წლის ზაფხულს გაიხსენიებს, როგორც მისი გუნდისთვის ყველაზე საშინელ პერიოდს“, – ამ ვითარებას ხუმრობით გამოეხმაურა გამოცემა „სპორტთაიმი“.

დატოვე კომენტარი