„ანორთოსისმა“ მოიგო, ქეცბაიამ ოქრიაშვილთან იკამათა
„ანორთოსისმა“ მოიგო, ქეცბაიამ ოქრიაშვილთან იკამათა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში „ანორთოსისმა“ საკუთარ სტადიონზე ნიქოზიას „აპოელს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიამ შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ფეხბურთელი დააყენა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ოქრიაშვილმა სანაკრებო ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა.

გადამწყვეტი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც 67-ე წუთზე საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, ორ მცველს გასცდა და მეკარეს ზუსტად დაურტყა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 16 ქულა დააგროვა, ლიდერ „აპოლონთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.