„ანორთოსისის“ ყოფილი მეკარე - ქეცბაია კვიპროსის ნაკრებისთვის სასურველი კანდიდატია #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ყოფილი მეკარე - ქეცბაია კვიპროსის ნაკრებისთვის სასურველი კანდიდატია #1TVSPORT

ვეტერანმა მეკარემ არიან ბეკაიმ Super Sport FM-ის ეთერში კომენტარი გააკეთა კვიპროსის ნაკრებში თემურ ქეცბაიას შესაძლოა დანიშვნის შესახებ.

„ჩემი აზრით, მისი დანიშვნა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება ეროვნული ნაკრებისთვის, რადგან თემურმა იცის კვიპროსის რეალობა. მისი იმიჯი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის სტანდარტებს შეესაბამება. ის არის მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსულ გუნდებში იმუშავა და დააწინაურა. მან კვიპროსის ნაკრებს წარმატება გამარჯვებულის მენტალიტეტის დანერგვით უნდა მოუტანოს. ზოგჯერ მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის საუკეთესო გამოსავალი კარგი ურთიერთობაა. როცა ეს კავშირი არსებობს, მოთამაშე მაქსიმუმს გასცემს. ქეცბაიას უმუშავია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ამ დონეზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. ვიმეორებ, რომ ის არის ნაკრების მწვრთნელობისთვის შესაბამისი კანდიდატი და აქვს ყველა ის თვისება, რაც ეროვნული გუნდის მწვრთნელს სჭირდება“, – ამბობს არიან ბეკაი.

არიან ბეკაი ვეტერანი ალბანელი მეკარეა. ცნობილი გახდა საბერძნეთში, ოფი-ში გამოსვლით, სადაც თამაშის დროს გოლი გაიტანა. 2004 წელს გადავიდა „ანორთოსისში“, რომლის ფორმითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

1998-2010 წლებში იყო ალბანეთის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 45 შეხვედრა ჩაატარა.