„ანორთოსისი“ ადასტურებს, რომ კაჭარავამ მათთან კონტრაქტი გააფორმა
„ანორთოსისი“ ადასტურებს, რომ კაჭარავამ მათთან კონტრაქტი გააფორმა

ნიკა კაჭარავა კარიერას კვიპროსზე, თემურ ქეცბაიას ყოფილ კლუბში გააგრძელებს – ინფორმაციას ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრესსამსახური ადასტურებს.

„კლუბი ნიკა კაჭარავას ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა – საქართველოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა „ანორთოსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ძალაში 2018 წლის 2 ივლისიდან შედის“, – წერია „ანორთოსისის“ ოფიციალურ გვერდზე.

ნიკა კაჭარავა ბოლოს პოლონურ „კორონაში“ თამაშობდა, სადაც კვიპროსიდან გადავიდა – 2016-2017 წლებში ქართველი თავდამსხმელი ახნას „ეთნიკოსის“ ღირსებას იცავდა. საინტერესოა, რომ კაჭარავა 1994 13 იანვარს კვიპროსში დაიბადა, სადაც მამამისი, თბილისის „დინამოს“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა თამაშობდა.