„ანონიმუსის“ ჰაკერებმა რუსეთის სახელმწიფო არხების სტრიმინგსერვერები გატეხეს და უკრაინის ომის ამსახველი ვიდეომასალა გაუშვეს
„ანონიმუსის“ ჰაკერებმა რუსეთის სახელმწიფო არხების სტრიმინგსერვერები გატეხეს და უკრაინის ომის ამსახველი ვიდეომასალა გაუშვეს.
ჰაკერებმა განაცხადეს, რომ გატეხეს რუსული სტრიმინგის სერვისები – „ვინკი“ და „ივი“ და ისეთი არხების ონლაინმაუწყებლობა, როგორიცაა რუსეთის პირველი არხი, „რასია 24“ და „მასკვა 24“.
აღნიშნული არხების სიახლეების ნაცვლად, მათ გაავრცელეს ხარკოვის დაბომბვის კადრები და აბონენტებისადმი მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ომი გააჩაღა პუტინის ავტორიტარულმა და დანაშაულებრივმა რეჟიმმა რუსეთის უბრალო მოქალაქეების სახელით.
რუსულმა ტელეკომპანიებმა მაუწყებლობა უკვე აღადგინეს.