საფრანგეთში ანომალიურ სიცხეს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის შედეგად ფატალური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ვოკლიუზის დეპარტამენტში მოხდა. სიცხის გამო კიდევ ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
საფრანგეთში ანომალიური სიცხე 24 ივნისიდან დაიწყო. ტემპერატურული რეკორდი 28 ივნისს აღინიშნა, როდესაც ვოკლიუზის დეპარტამენტის ვილვეის კომუნაში ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია.
ანომალიური სიცხის გამო, საფრანგეთის ოთხ დეპარტამენტში მეტეოროლოგიური საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.