ანკარაში უცხოელ სტუდენტთა რიგით მერვე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
ანკარაში უცხოელ სტუდენტთა რიგით მერვე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

თურქეთის დედაქალაქში უცხოელ სტუდენტთა რიგით მერვე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელთა შორის ქართველი სტუდენტებიც იყვნენ. ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

სტუდენტები თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და მონათესავე თემების სამმართველოს მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით სწავლობდნენ.

ანკარაში გამართულ ღონისძიებას, სადაც დიპლომები 1 500 სტუდენტს გადასცეს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ და კულტურის და ტურიზმის მინისტრი, მეჰმეთ ნური ერსოი ესწრებოდნენ. წარმატებულ სტუდენტებს დიპლომები თავად თურქეთის პრეზიდენტმა გადასცა.