ანკარაში თურქეთის მთავრობის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს
ანკარაში თურქეთის მთავრობის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს

ანკარაში თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე წამოწყებული სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.

reuters-ის ცნობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მიტინგი ანკარაში მას შემდეგ გაიმართა, რაც პრო-ქურთულმა პარტიამ მოუწოდა მოქალქეებს ქუჩაში გამოსულიყვნენ და მთავრობის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაცია გაეპროტესტებინათ.
ანალოგიური აქციის 12 მონაწილე დააკავეს სტამბოლშიც.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა მოქალქეებს, სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო მიტინგებში მონაწილეობა არ მიიღონ.