ანკარაში სტიქიამ რამდენიმე უბანი დააზარალა [ვიდეო]

წყალდიდობის შედეგად ანკარას ქუჩები დაიტბორა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიამ რამდენიმე უბანი დააზარალა. დატბორილია სახლები.

რამდენიმე ავტომობილი მთლიანად წყლით დაიფარა. შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები და მაშველები.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ მოქალაქეებიც. წყალდიდობის შედეგის აღმოფხვრას რამდენიმე საათი დასჭირდა.