ანკარაში საქართველოს ახალმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის საგარეო უწყებას რწმუნებათა სიგელები წარუდგინა
ანკარაში საქართველოს ახალმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის საგარეო უწყებას რწმუნებათა სიგელები წარუდგინა

ანკარაში საქართველოს ახალმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

გიორგი ჯანჯღავა სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.