ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება
ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს თურქეთს ეწვევა.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და, რომლის დროსაც 14 წლიანი პაუზის შემდეგ შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა გადაწყდა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ რუსარ ფექჩანთან.

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ნათია თურნავას მოხსენებით წარდგება. ის, როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, ხელს მოაწერს სხდომის ოქმს, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი – შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენა რამდენიმე კვირის წინ, 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.