ანკარაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
ანკარაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ანკარაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დამნაშავეების ბინაში აღმოჩენილია მოპარული ნივთების ნაწილი, მათ შორის, კომპიუტერები და ძვირფასეულობა.

სამართალდამცავები ცნობით, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები ნიკა ტ, ავაზი უ, რატი გ. და როლანდი უ. ისინი პოლიციამ ნაქირავებ ბინაში აიყვანა.

გამომძიებლების ცნობით, დამნაშავეებმა ერთ-ერთ გაქურდულ სახლში სუპერმარკეტში შეძენილი საკვები დატოვეს და სწორედ ამის მიხედვით მოახერხეს პოლიციელებმა მათი ადგილსამყოფელის დადგენა.