ანკარაში ბელგიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ანკარაში ბელგიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც გამოცემა „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის მიზეზი ბრიუსელის სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტული საქმიანობის ბრალეულობის მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ანკარამ ბელგიის ელჩთან სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, თავისი შეშფოთება გამოხატა.
ბელგიის სასამართლოში მიმდინარე საქმე „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 30 სავარაუდო წევრს ეხება.
ბელგიის ფედერალური პროკურატურის მტკიცებით, ისინი ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ახალგაზრდა ქურთების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები და მათ საწვრთნელ ბანაკებში აგზავნიდნენ.
გასულ კვირას ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტულ დანაშაულებში ბრალეულობის დასადგენად მტკიცებულებები არასაკმარისია.
„ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.