ანკარაში ავტობუსი გაჩერებაზე მდგარ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, არის მსხვერპლი

17:01, 30.09.2019

ანკარაში ავტობუსი გაჩერებაზე მდგარ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა სამი ადამიანი.

ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს. ინციდენტი მამაკის რაიონში მოხდა.

წინასწარი ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს დაეჯახა.

მსგავსი