ანკარის ჰოსპიტალში მყოფი 61 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, ამავე კლინიკაში არიან ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები 
ანკარის ჰოსპიტალში მყოფი 61 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, ამავე კლინიკაში არიან ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები 

ანკარის ჰოსპიტალში მყოფი 61 ადამიანიდან შესაბამისი სინჯების შემოწმების ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სწორედ ამავე ჰოსპიტალში, კარანტინში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთიდან პირველ თებერვალს, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად განხორციელდა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ თურქეთი 5 თებერვლიდან ჩინეთიდან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა თვის ბოლომდე იქნება ძალაში.

ამასთან, თურქეთის აეროპორტებში დაიწყება ყველა მგზავრის სკანირება, რომლებიც თურქეთში იაპონიიდან, ტაივანიდან, ჰონგ კონგიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან და მალაიზიიდან ჩადიან.