ანჯეი დუდა – ვულოცავ კაროლ ნავროცკის არჩევნებში გამარჯვებას, ეს იყო რთული, მტკივნეული, მაგრამ წარმოუდგენლად გაბედული ბრძოლა პოლონეთისთვის
პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
დუდამ პოლონეთის მოქალაქეებს მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისა და „პოლონეთის წინაშე პასუხისმგებლობის აღებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტ, კაროლ ნავროცკის არჩევნებში გამარჯვებას. ეს იყო რთული, მტკივნეული, მაგრამ წარმოუდგენლად გაბედული ბრძოლა პოლონეთისთვის. მადლობა ამ გმირული ბრძოლისთვის კამპანიის ბოლო წუთამდე“, – წერს დუდა.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.
Panu Prezydentowi-Elektowi dr. Karolowi Nawrockiemu jeszcze raz gratuluję zwycięstwa w wyborach. To był trudny, czasem bolesny ale niezwykle mężny bój o Polskę, o to jak mają być prowadzone sprawy naszej Ojczyzny. Dziękuję za tę heroiczną walkę do ostatniej minuty kampanii!…
— Andrzej Duda (@AndrzejDuda) June 2, 2025