ანჯეი დუდა - ვინმეს თუ შეუძლია, ვლადიმერ პუტინის იძულება მშვიდობის დამყარებისთვის, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა შეუძლია.
„ამერიკას შეუძლია, გამოიყენოს სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აიძულოს რუსეთი გარკვეული ქმედებების შესრულებისკენ. ამიტომ, ვინმეს თუ შეუძლია ვლადიმერ პუტინის იძულება მშვიდობის დამყარებისთვის, ეს არის ამერიკა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – თქვა დუდამ.
პოლონელი ლიდერის თქმით, ტრამპმა რეალური სურათი პუტინთან ბოლო დისკუსიების შემდეგ დაინახა და მას აქვს ის ბერკეტები, რომლებსაც შეუძლია, რუსეთი აიძულოს, ჩაერთოს მშვიდობის დამყარებაში.
„ამ საშუალებებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს ძალიან რადიკალური, ძალიან მკაცრი, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათის, მაგრამ მე მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია მათი განხორციელება“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.