ანჯეი დუდა - ვფიქრობ, უკრაინელები და ჩვენი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ჟეშუვის აეროპორტი და ჩვენი ავტომაგისტრალები მათი კუთვნილებაა, ეს არ არის მათი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ვემშვიდობებით
ანჯეი დუდა - ვფიქრობ, უკრაინელები და ჩვენი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ჟეშუვის აეროპორტი და ჩვენი ავტომაგისტრალები მათი კუთვნილებაა, ეს არ არის მათი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ვემშვიდობებით

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინა და მოკავშირეები არ აფასებენ სათანადოდ პოლონეთის დახმარებას. ამის შესახებ მან თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე ბოლო ინტერვიუში განაცხადა.

„მაგალითად, ვფიქრობ, რომ როგორც უკრაინელები, ისე ჩვენი მოკავშირეები უბრალოდ მიიჩნევენ, რომ ჟეშუვის აეროპორტი და ჩვენი ავტომაგისტრალები მათი კუთვნილებაა, თითქოს ეს მათია. ეს არ არის მათი. ეს ჩვენია. ამიტომ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ვხურავთ და ვემშვიდობებით“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ისინი ხურავენ ჟეშუვის აეროპორტს, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„თქვენ მიაწოდეთ დახმარება უკრაინას ზღვით, ჰაერით, არ ვიცი, ჩამოაგდეთ პარაშუტებით. მოიფიქრეთ, თუ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ არ გჭირდებით“, – აღნიშნა დუდამ.

დუდამ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი არ იყო დაპატიჟებული მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც წყდებოდა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების საკითხი პოლონეთის ტერიტორიის მეშვეობით, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა შეხვედრებს გულისხმობდა.

„ვთვლიდი, რომ ეს სკანდალი იყო. გარკვეულ მომენტში ღიად ვაღიარებ, რომ ამ ასპექტში მე დავბლოკე ვილნიუსის ნატო-ს სამიტის დასკვნები. ამაზე უკრაინასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებთან. გამბედაობა უნდა გქონდეს, გერმანელებთან, ამერიკელებთან ისაუბრო“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.