ანჯეი დუდა - უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ
ანჯეი დუდა - უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ

უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამჟამად იცავს, როგორც პოლონეთს, ასევე გერმანიასაც, რუსეთი კი საფრთხეს მთელ ევროპას უქმნის.

დუდას განცხადებით, დიდი რუსეთის შესახებ იდეები სხვა ხალხების დამორჩილებას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის იდეები, ამით რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია გაჟღენთილი.

„უკრაინის წყალობით, ეს საფრთხე ახლა კონტროლის ქვეშაა მაგრამ ვფიქრობ, მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური გახდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება. უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით“, – თქვა ანჯეი დუდამ.