ანჯეი დუდა - რუსეთის აგრესია პირველად 2008 წელს საქართველოში ვიხილეთ
ანჯეი დუდა - რუსეთის აგრესია პირველად 2008 წელს საქართველოში ვიხილეთ

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში აგრესიულად იქცევა და ამის პირველი მაგალითი მთელმა მსოფლიომ 2008 წელს საქართველოში იხილა, – ეს განცხადება ანჯეი დუდამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„კალინინიგრადის ოლქის მილიტარიზაცია უკვე ათი წელია, გრძელდება. ეს არის რეალობა, რომელში ცხოვრებაც გვიწევს. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქცევას და აძლიერებს სამხედრო აქტივობებს. პირველად, რუსეთის აგრესიული ქცევის მაგალითი 2008 წელს საქართველოში ვიხილეთ. პოლონეთის ექსპრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად თბილისში ჩავიდა, რათა შეეჩერებინა რუსული ტანკები, რომლებიც ემზადებოდნენ საქართველოს დედაქალაქზე თავდასხმისთვის. სწორედ ამ დროიდან ეს სამხედრო აქტივობა არ შეჩერებულა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.