ანჯეი დუდა - პოლონეთმა არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დაიცვა უკრაინა და საქართველო, რაც მოსკოვში არ მოსწონთ
ანჯეი დუდა - პოლონეთმა არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დაიცვა უკრაინა და საქართველო, რაც მოსკოვში არ მოსწონთ

პოლონეთმა არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და დაიცვა უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ყოველკვირეულ გამოცემა „შეჩი“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ხუთ წლიან მმართველობას და მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება.

ანჯეი დუდას თქმით, რუსეთი თავის ინტერესებს მშვიდობიანი გზით არ ატარებს და ნდობას არ იმსახურებს.

„რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას, არღვევს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეს. ეს არ არის ქვეყანა, რომელზე შეიძლება ითქვას, რომ ნდობას იმსახურებს და თავის ინტერესებს მშვიდობიანი გზებით ატარებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის დაცვის აბსოლუტური მხარდამჭერი, რუსეთში ეს სამართალი ცხადად და გაცნობიერებულად ირღვევა. ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ ეს და დავიცავით უკრაინა და საქართველო, რაც, რა თქმა უნდა, მოსკოვში არ მოსწონთ,“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.