ანჯეი დუდა პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან დაკავშირებულ მოვლენებს ანარქიას უწოდებს

14:21, 21.12.2023

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან დაკავშირებულ მოვლენებს ანარქიად მოიხსენიებს.

„ეს უკანონოა, ანარქიაა“, – ამბობს ანჯეი დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტუსკის მთვარობამ კონსტიტუცია დაარღვია, რადგან მოულოდნელი ქმედებებით საპარლამენტო პროცედურები გამოტოვეს.

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. 

მსგავსი