ანჯეი დუდა - პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
ანჯეი დუდა - პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ვარშავა დიდ ფულს ხარჯავს ჯარის გაძლიერებაში და პოლონეთის არმია საკმარისად ძლიერი გახდება, რათა რუსების „შეტევის შეეშინდეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი, მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – თქვა დუდამ.

როგორც „სიენენი“ წერს, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. ბოლო დროს რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა შეხედულება ამ საკითხზე.