ანჯეი დუდა - პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული თავის ბაზარზე გაყიდოს
ანჯეი დუდა - პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული თავის ბაზარზე გაყიდოს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ის რამდენიმე დღეში ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მოსალოდნელ შეხვედრაზე დუდამ მედიასთან საუბრისას ისაუბრა.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვისაუბრებთ მარცვლეულზე“,- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდას თქმით, პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ბაზარზე გაყიდოს და დასძინა, რომ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი და ამას ვაკეთებთ. ამავდროულად, ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინამ უნდა გაიგოს ჩვენი პოზიცია“, – დასძინა დუდამ.