ანჯეი დუდა - ნატო თუ არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, შესაძლოა, პუტინს თავდასხმის სურვილი გაუჩნდეს, ნატო-მ უნდა შეძლოს საკმარისი შემაკავებელი პოტენციალის შექმნა, რათა არავინ დაესხას თავს ალიანსის ქვეყნებს
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, სურს, რომ მომავალ სამიტზე ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის ან სხვა ქვეყნების შესაკავებლად, რომლებმაც შესაძლოა, სცადონ, თავს დაესხან ალიანსის წევრებს.
„მთელი ნატო თუ არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, მაშინ, სამწუხაროდ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს გაუჩნდეს სურვილი, კვლავ განახორციელოს თავდასხმა, რადგან არ იქნება საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი. საქმე ისაა, რომ ნატო-მ უნდა შეძლოს საკმარისი შემაკავებელი პოტენციალის შექმნა, რათა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ არავინ დაესხას თავს ნატო-ს წევრ ქვეყნებს“, – განაცხადა დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.