ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს შეხვდება
ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს შეხვდება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

შეხვედრა ამ კვირაში, ნიუ იორკში ანჯეი დუდას ვიზიტის ფარგლებში შედგება.

მედიასთან საუბრისას წყარომ განაცხადა, რომ დუდას დიდი ხანია, ტრამპთან შეხვედრა სურს, რადგან პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში არსებობს მოსაზრება, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს.

„სწორედ მსგავსი სცენარის გამო, 2025 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, დუდას სურს, ნიადაგი მოიმზადოს საერთაშორისო ინსტიტუტებში“, – განაცხადა წყარომ.

ცნობილია, რომ შეხვედრის ორგანიზატორი პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯორჯიტ მოსბაჩერია.